Thursday, October 15, 2015

მოწევა ჩვევაა თუ დამოკიდებულება?

 
     



 ,,მოწევა კლავს," ,,მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას" მსგავს სლოგანებს ადამიანები ხშირად ხვდებიან სიგარეტის კოლოფებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი მწეველია და ტამბაქოს მოხმარების გამო მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ამ მიზეზებით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება. ხშირად, როცა საუბარი სიგარეტს უკავშირდება, ისმის კითხვა: მოწევა ჩვევაა თუ დამოკიდებულება? ვფიქრობ, რომ ეს უფრო სახიფათო დამოკიდებულებაა, რადგანაც ერთხელ გასინჯვის შემდეგ მწეველების უმრავლესობა სამუდამოდ ხდება დამოკიდებული თამბაქოზე. ამასთან ერთად სიგარეტზე დამოკიდებულება მასში ნიკოტინის შემცველობიდან გამომდინარეობს და არამწეველი ადამიანი მისი ბორკილების ქვეშ ადვილად ექცევა, თავიდან ის ეჩვევა მას, შემდეგ კი ჩვევა ორმდბა და ადამიანს ტამბაქოს გარეშე აღარ შეუძლია. 
       მოწევა არის საშიში დამოკიდებულება და იწვევს სიმსივნეს, გულის დაავადებას და სიკვდილს. ის კლავს მისი მომხმარებლების დაახლოებით ნახევარს და სწორედ, ამიტომაა ჩვენ უნდა ავიცილოთ ის თავიდან.
     

 მე-10 კლასის მოსწავლე ნინი ქაჯაია